ჩვენი წარსულისა და აწმყოს ანალიზისა და სამომავლო სოციალ-დემოკრატიული პროგრამის დასახვის მცდელობა (ნაწილი 1)

Posted on Декабрь 8, 2010 от

1


თანამედროვე ’მემარცხენე შემობრუნება’ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პირდაპირ არის დაკავშირებული, პოსტ-ინდუსტრიული ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესში, ნეოლიბერალური ფუნდამენტალიზმის იდეისა და სოციალური ფაქტორის მიმართ მისი მაიგნორირებელი როლის გაბანკროტებასთან. ამგვარი შემობრუნების აუცილებლობა და გარდაუვალობა, განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა დღეს საქართველოში, რომელმაც 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მწარე ნაყოფი იგემა, რომელმაც ქვეყანაში მილიონობით დაუსაქმებელი და ღარიბი ადამიანის გაჩენა გამოიწვია. რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული პრივატიზაცია დაემატა, რამაც ბუნებრივად გამოიწვია სპეკულაციური დანაშაულები და კორუფცია სახელისუფლებო სტრუქტურებში. გატარებული რადიკალური რეფოrმების შედეგად წარმოიშვა, საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლო სახელმწიფო და არასოლიდარული საზოგადოება, სადაც ჩამოყალიბდნენ ფინანსური და პოლიტიკური ელიტები, შეზღუდულია სოციალური მობილობა და სულ უფრო და უფრო იზრდება ეკონომიკური სტრატიფიკაცია. ერთი სიტყვით: შეიქმნა რუსეთში არსებული ოლიგარქიული კაპიტალიზმის მსგავსი სისტემა, რომელიც კიდევ უფრო მეტი ბოროტება აღმოჩნდა, ვიდრე მისი ისტორიული წინამორბედი ყაზარმული სოციალიზმის სახით.

ცხადია, რომ ასეთ პირობებში წარმოიშვა ბუნებრივი სწრაფვა ახალი ’მესამე გზის’ პოვნისაკენ, რომელიც განსხვავდება, როგორც ისტორიულად ამოწურულ საბჭოთა დროის ”რეალური სოციალიზმისგან’ ისე თანამედროვე ნეოლიბერალური ფუნდამენტალიზმისა თუ ოლიგარქიული კაპიტალიზმისგან. ამგვარი ’მესამე გზის’ ყველაზე შესაძლებელ მოდელად სოციალ-დემოკრატიული იდეები უნდა აღვიქვათ და შევეცადოთ არსებული პრაქტიკული გამოცდილების გააზრებას.

ჩნდება ბუნებრივი კითხვა: როგორ გავავრცელოთ და მივიღოთ სოციალ-დემოკრატიული იდეები საქართველოში? ცხადია, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს დასავლური სოციალ-დემოკრატიის იდეოლოგიისა და პრაქტიკის უბრალო კოპირებასთან. სიღარიბისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში, ხალხს არ სურს დაიჯეროს, რომ სოციალ-დემოკრატების უახლოეს მომავალში სუსტ და ნაკლებად ცნობილ პოლიტიკურ იდეოლოგიას შეუძლია დროის მოკლე მონაკვეთში გახადოს მათი ცხოვრება ისეთი როგორიც ევროპული სოციალ-დემოკრატიის ქვეყნებშია. აქედან უბრალო დასკვნა: ქართულმა სოციალ-დემოკრატებმა უნდა შეისწავლონ საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გამოცდილება, მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინონ საქართველოს სპეციფიკა, მისი ისტორიული მახასიათებლები, ტრადიციები და ხალხის მენტალიტეტი.

განსაკუთრებით არ შეიძლება საბჭოთა საზოგადოების ისტორიის ცოცხალი დიალექტიკის იგნორირება, რომელშიც ჩემი აზრით მიმდინარეობდა მუდმივი ბრძოლა ორ საწყისს დემოკრატიულსა და ბიუროკრატიულს შორის. ცნობილია, რომ სტალინმა თავის დროზე მილიონობით ადამიანი გაანადგურა, მათ შორის ლენინის რევოლუციური კოჰორტა მთლიანად. ეს ფაქტი ნიშნავს იმას რომ, ამ ადამიანებისგან ბევრმა უარი თქვა მიეღო მისი ტოტალიტარული რეჟიმი, უფრო მეტიც მათში არსებობდა ანტიტოტალიტარული დემოკრატიული საწყისი, რაც მათ არსებულ რეჟიმთან გამოკვეთილ ოპოზიციაში ამყოფებდა. ამის დასტურია, ის რომ გულაგებში სხვებთან ერთად ისხდნენ მენშევიკები და ბოლშევიკები, ტროცკისტები და პლეხანოვის მომხრეები. სტალიniზმი არ შეიძლება გაიგiვებულ იქნას მთელ საბჭოთა კავშირის ისტორიასთან. მასში იყო, როგორც ბნელი პერიოდები ტოტალიტარიზმის ბატონობისა, ისე ნათელი წლები 20-იანი წლების დემოკრატიზმისა, ხრუშჩოვის ’დათბობები’ და გორბაჩოვის ’გარდაქმნები’, როდესაც რეფორმისტული ძალები კომუნისტურ პარტიaში შეეცადნენ სოციალიზმისთვის ადამიანური სახე მიეცათ.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ობიექტური პოლიტიკური ისტორია ჯერ არ დაწერილა. საქმე იმაშია, რომ სტალინისტური სკოლის ისტორიკოსები, სწრაფადვე ჩაანაცვლეს 90-იანი წლების არანაკლებ ანგაჟირებულმა ნაციონალისტური და ნეოლიბერალური ტალღის ისტორიკოსებმა. ასეთ ვითარებაში, ჩვენი მიზანია, ზუსტად გავიაზროთ რა ჰყოფს და რა აკავშირებს თანამედროვე სოციალ-დემოკრატიას წარსულთან. საჭიროა გაიდოს ხიდი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის არა მხოლოდ იდეოლოგიაში, არამედ პოლიტიკაშიც.

ხალხმა თავის დროზე უარი თქვა სოციალიზმის ბიუროკრატიულ და ყაზარმულ მოდელზე, იმისათვის რომ მიეღოთ თანამედროვე ნახევრადმაფიოზური კაპიტალიზმი, არანაკლები ბიუროკრატიით? ვფიქრობ რომ არა. მაგრამ თუკი ფორმულას ’დემოკრატია სოციალიზმის გარეშე’ და ’სოციალიზმი დემოკრატიის გარეშე’ არ იღებს ქართული საზოგადოება, მაშინ აქედან გამომდინარეობს ლოგიკური და ისტორიული დასკვნა — საქართველოში უნდა დამყარდეს ახალი დემოკრატიული სოციალიზმი, როგორც კონსტრუქციული ალტერნატივა ჩვენი წარსულისა და აწმყოსი.

რჩება მხოლოd რამოდენიმე მახასიaთებეlი ’ახალი სოციალიზმის’ შესაძლო მოდელისა. ისინი გამომდინარეობენ ერთის მხრივ, იმ მიზეზებიდან, რომელმაც მიგვიყვანა ძველი სახელმწიფო-ბიუროკრატიული სოციალიზმის დანგრევამდე და მეორე მხრივ, უნდა შეეძლოს პასუხების გაცემა დროის გამოწვევებზე.

რა მიზეზებმა განაპირობა ძველი ’რეალური სოციალიზმის’ მარცხი? ჩემი აზრით რამოდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ მან ვერ შეძლო მოეპოვებინა ტექნოლოგიური და ეკონომიკური გამარჯვება კაპიტალიზმზე, ვერ შეძლო შრომის მაღალი მწარმოებლურობის უზრუნველყოფა, რასაც სოციალ-დემოკრატები ყოველთვის თვლიდნენ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად პროგრესული და სიცოცხლისუნარიანი სოციალისტური საზოგადოებისათვის. მეორე მიზეზი დაკავშირებულია პირველთან: სოციალიზმმა ვერ შეძლო მშრომელთათვის ცხოვრების უფრო მაღალი დონის შექმნა განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით. მესამე და ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალიზმი, რომელიც ჩვენთან არსებობდა, ვერ გახდა დემოკრატიული სოციალიზმი. ბოლოს საბჭოთა კომუნისტური პარტია მისი ”სრული და საბოლოო სოციალიზმის გამარჯვების” თეორიით ერთ ქვეყანაში, დარჩა ღრმა პარტიულ დოგმატურ საკითხად, რომელიც აფერხებდა განვითარებასა და ახალი შემოქმედებითი იდეების გაჩენას.

ერთ-ერთი ასეთი იდეათაგანი იყო იდეა საბაზრო ურთიერთობების არსებობის აუცილებლობisა სოციალიზმში. ეს იდეა არ ქონდათ და არც შეიძლება ქონოდათ მარქსიზმის დამფუძნებლებს, რომლებიც სოციალიზმს მიიჩნევდნენ მსოფლიო რევოლუციის საშუალებად, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უნდა მომხდარიყო. დღეს მრავალი მხრიდან აკრიტიკებენ ლენინს, მაგრამ ის იყო, ერთ-ერთი პირველი ვინც მოუწოდა კომუნისტებს აეთვისებინათ საბაზრო ურთიერთობები და ’ესწავლათ ევაჭრათ”. ნეპ-თან დაკავშირებით თავის უკანასკნელ ნამუშევრებში ლენინმა გადახედა ra თავის ძველ შეხედულებებს ანვითარებს სოციალ-დემოკრატიულ იდეას კოოპერატიული სოციალიზმის შესახებ. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ბაზისზე, რომელიც უშვებდა საზოგადოებაში პოლიტიკური და იდეური პლურალიზმის შესაძლებლობას. კერძოდ, ერთ-ერთ თავის ნამუშევარში ის გამოდიოდა წინადადებით მენშევიკებისa და სხვა მემარცხენე პარტიების ლეგალიზაციის შესახებ. თუნდაც აქედან გამომდინარე, ვთვლი აბსოლუტურ შეცდომად, თუ მიზანმიმართულ პროვოკაციად არა, ლენინისა და სტალინის პოლიტიკური შეხედულებების იდენტიფიცირებას. ისინი იყვნენ ანტიპოდები როგორც პოლიტიკაში ისე ცხოვრებაში.

ლენინის მიერ სოციალიზმზე ძველი შეხედულებეის გადახედვის არსი, მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანას, რომელიც აშენებს სოციალიზმს კაპიტალისტურ გარემოცვაში — ერთის მხრივ არ შეუძლია იგნორირება მოახდინოს მსოფლიო საბაზრო კანონების ბატონობისa და მეორეს მხრივ უნდა შექმნას პოსტკაპიტალისტური საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავში მოახდენს ყველაფერ იმ საუკეთესოს ათვისებას რაც კი შეუქმნია ბურჟუაზიულ ცივილიზაციას. სოციალიზმი ლენინის აზრით iyo სინთეზი სოციალისტური ხელისუფლებისა და კაპიტალიზმის უმაღლესი მიღწევებისa ტექნოლოგიების, წარმოებისა და განaთლების ორგანიზირების დარგში. ეს იყო არსებითად, პირველი ფორმულირება სოციალიზმისა და კაპიტალიზმის კონვერგენციის იდეის, რის შესახებაც დღეს როგორც ლიბერალები ისე კომუნისტები დუმილს ამჯობინებენ. ამ იდეებიდან გამომდინარე და ‘ძველი სოციალიზმის’ მარცხის ძირითადი მიზეზების გააზრებისa, და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოკლeდ დახასიათდეს საერთო კონტურები ახალი მოდელის სოციალიზმისა, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შედგენისას.

Реклама
Posted in: Uncategorized