ალან ვუდსი რუსეთის რევოლუციაზე — ნაწილი მეორე

Posted on Декабрь 2, 2010 от

0


ალან ვუდსი რუსეთის რევოლუციაზე — ნაწილი მეორე, “ტროცკი იცავდა ლენინიზმის ნამდვილ ტრადიციებს”

Written by Alan Woods (translated by George Scholem)
Monday, 10 November 2008

კ: თქვენ თქვით რომ ინდივიდის როლი ისტორიაში არ შეიძლება უარყოფილიყოს, მაგრამ ის რაც არის გადამწყვეტი ან გაბატონებული არ არის გმირის პიროვნება. ამ გაგებით, ჰქონდა ტროცკის და მემარცხენე ოპოზიციას ალტერნატივა რათა თავიდან აეცილებინათ ბიუროკრატიის კონსოლიდაცია სახელმწიფოში, გარდა იმისა რასაც ისინი იცავდნენ?

ავ: ისტორიული მატერიალიზმი გვასწავლის რომ ისტორიის სცენას შევხედოთ ინდივიდების მიღმა და ვეძებოთ უფრო ღრმა მიზეზები. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს ინდივიდების როლს ისტორიაში. მოცემულ მომენტში ერთი კაცის ან ქალის როლი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლენინისა და ტროცკის გარეშე (განსაკუთრებით პირველის) 1917 წელს, ოქტომბრის რევოლუცია არასდროს მოხდებოდა.

თუმცა, ინდივიდებს შეუძლიათ ითამაშონ ასეთი როლი, როდესაც სხვა ყველა პირობა არსებობს.  გარემოებების ურთიერთკავშირებმა ლენინს და ტროცკის 1917 წელს მისცეს საშუალება ეთამაშათ გადამწყვეტი როლი. მაგრამ იგივე ადამიანები იყვნენ ორი დეკადით უფრო ადრე, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ეთამაშათ იგივე როლი. იმავე გზით, როცა რევოლუცია უკუიქცა, მიუხედავად მათი კოლოსალური პირადი უნარისა, ლენინი და ტროცკი უძლურნი იყვნენ  წინ აღდგომოდნენ რევოლუციის ბიუროკრატიულ გადაგვარებას.  ეს გამოწვეული იმ ობიექტური ძალებით მიერ რომლის წინააღმდეგაც კაცობრიობის უდიდესი ლიდერებიც კი უძლურნი იყვნენ.

შემთხვევითობა ხშირად თამაშობს როლს ისტორიაში. რომ არა ლენინის ავადმყოფობა, ლენინი დაესწრებოდა ყრილობას და სავარაუდოდ სტალინი მოხსნილი იქნებოდა. თუმცა, დიდი ისტორიული პროცესების გაგება  შეუძლებელია ინდივიდების კუთხით, “დიდი ადამიანებისა” და ა.შ. მარქსიზმი ისწრაფვის გააანალიზოს ისტორია მწარმოებლური ძალების გავითრებისა და აქედან გამომდინარე წარმოქმნილი კლასობრივი ურთიერთობებიდან. იმ შემთხვევაშიც კი თუ ლენინი მიაღწევდა წარმატებას და მიიღებდა უმრავლესობას ყრილობაზე, ეს იქნებოდა აღმავალი ბიუროკრატიის მხოლოდ დროებითი შეკავება, რაც საფუძველს ობიექტურ პირობებში იღებდა. 1926 წელს გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე, ლენინის ქვრივმა კრუპსკაიამ თქვა: “ვლადიმერ ილიჩი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ის აუცილებლად სტალინის ერთ-ერთი პატიმარი იქნებოდა.”

კ: რა ეფექტს მოახდენდა 1923 წელს რევოლუციის გამარჯვება საბჭოთა კავშირზე?

ავ: საბჭოთა სახელმწიფოს ბიუროკრატიული გადაგვარების მთავარი მიზეზი იყო რევოლუციის იზოლაცია უკიდურესად ჩამორჩენილ პირობებში. დიდი ხნით ადრე მარქსი წერდა გერმანულ იდეოლოგიაში რომ სადაც სიღარიბე არის საერთო, “ყველა ძველი ნაგავი იწყებს აღდგენას”. ამით ის გულისხმობდა უთანასწორობის, კორუფციის, ბიუროკრატიისა და პრივილიგიების ბოროტებას.

ლენინმა და ტროცკიმ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რუსეთში მატერიალური პირობები სოციალიზმისთვის არ არსებობდა. 1924 წლამდე არავის დაუსვამს ეს ელემენტარული წინდებული ეჭვქვეშ. ბოლშევიკები თავისხმრივ ეფუძნებოდნენ რევოლუციის გავრცელების პერსპექტივას მოწინავე კაპიტალისტურ ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი გერმანიაში. თუ გერმანული რევოლუცია გაიმარჯვებდა — რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო 1923 წელს — მთლიანი სიტუაცია რუსეთში იქნებოდა განსხვავებული.

სოციალისტური ფედერაციის ბაზისზე, გერმანიის კოლოსალური მწარმოებლური პოტენციალის გაერთიანება  რუსეთის უზარმაზარ რეზერვებთან და სამუშაო ძალებთან, მასების მატერიალური მდგომარეობა გარდაიმქნებოდა. ასეთი პირობებში ბიუროკრატიის აღმავლობა  შეჩერდებოდა და სტალინის ფრაქცია ვერ შეძლებდა ძალაუფლების ხელში აღებას. საბჭოთა მუშათა კლასის მორალური განწყობა ამაღლდებოდა და მისი რწმენა მსოფლიო რევოლუციის იდეაში აღდგებოდა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ 1923-9 პერიოდში, ბიუროკრატიული გადაგვარების პროცესი კონსოლიდირდა. ეს ფაქტი აისახა სტალინისა და მისი ფრაქციის ზიგ-ზაგისებრ პოლიტიკაში, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 1923-28 წლებში სტალინი ატარებდა მემარჯვენე პოლიტიკას, რომელსაც ახასიათებდა შეგუება კულაკებთან (მდიდარი გლეხები) და ნეპმენებთან (სპეკულატორები) რუსეთში და შეგუება რეფორმისტებსა და კოლონიურ ბურჟუაზიასთან საგარეო პოლიტიკაში. ეს რევოლუციას სერიოზულ საფრთხეში აყენებდა. გარეთ, ამ პოლიტიკას მოჰყვა კომუნისტური ინტერნაციონალის დამარცხება დამარცხებაზე.

ეს არ იყო სტალინი რომელსაც შეგნებულად გაუკეთა არ გერმანული რევოლუციის დამარცხება 1923 წელს, ან  ჩინური რევოლუციის 1923-7 წლებში. პირიქით, მას სურდა ამ რევოლუციების წარმატებები. მაგრამ  მემარჯვენე ოპორტუნისტული პოლიტიკა რომელიც მან გაატარა კომუნისტურ ინტერნაციონალში სოციალიზმის ერთ ქვეყანაში აშენების სახელით მოიტანა გარანტირებული მარცხი.

დიალექტიკურად, მიზეზი ხდება ეფექტი და პირიქით. რუსული რევოლუციის იზოლაცია იყო საბოლოო მიზეზი ბიუროკრატიისა და სტალინისტური ფრაქციის აღზევების. უკანასკნელის მცდარმა პოლიტიკამ გამოიწვია გერმანული და ჩინური რევოლუციების მარცხი (და სხვა დამარცხებები ესტონეთში, ბულგარეთში, ბრიტანეტში და სხვ.).  ამ დამარცხებებმა განამტკიცეს რევოლუციის იზოლაცია რამაც გამოიწვია საბჭოთა მუშების დემორალიზება, რომლებმაც დაკარგეს ყველა იმედი იმისა რომ ევროპელი მუშები მოვიდოდნენ მათ დასახმარებლად.

ამას მოჰყვა ბიუროკრატიისა და სტალინიზმის კონსოლიდაცია, რაც იყო მხოლოდ პოლიტიკური გამოხატულება ბიუროკრატიის მატერიალური ინტერესების. რასაც თავის მხრივ მოჰყვა დამატებითი დამარცხებები ინტერნაციონალური რევოლუციის (გერმანია, ესპანეთი), რომელმაც მოამზადა საფუძველი მეორე მსოფლიო ომისთვის რამაც სსრკ დააყენა უკიდურესი საფრთხის წინაშე.

კ: თქვენი აზრით, რა იყო მემარცხენე ოპოზიციის წარმატებები და შეცდომები  როდესაც ის ჯერ იდევ პარტიის ნაწილი იყო?

ყველა ბრძოლაში შეიძლება მიუთითო  ამა თუ იმ შეცდომაზე, მაგრამ შეცდომა იქნებოდა მემარცხენე ოპოზიციის დამარცხების მიწერა სუბიექტური მსჯელობის შეცდომებს. ფაქტობრივად, ტროცკი აღმოჩნდა სწორი ყველა ძირითად საკითხზე : გერმანულ და ჩინურ რევოლუციაზე, კულაკთა საფრთხეზე, ინდუსტრიალიზაციაზე, ხუთწლიან გეგმებზე და ა.შ. მეორე მხრივ, სტალინმა დაუშვა კოლოსალური შეცდომები თითოეულ ამ  საკითხში. მიუხედავად ამისა სტალინმა დაამარცხა ტროცკი და მემარცხენე ოპოზიცია. როგორ შეიძლება ამის ახსნა?

1923 წელს ტროცკიმ ჩამოაყალიბა ოპოზიციის პლატფორმა, დაფუძნებული მუშათა დემოკრატიისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინისტურ პრინციპებზე. მან დაიწყო ბრძოლა ბიუროკრატიული ტენდენციების წინააღმდეგ სახელმწიფოსა და პარტიაში. ეს იყო მემარცხენე ოპოზიციის დასაწყისი საბჭოთა კავშირსა და საერთაშორისო არენაზე. მემარცხენე ოპოზიციისა და სტალინის ფრაქციას შორის ბრძოლის ფსკერზე მიმდინარეობდა კლასობრივი ბრძოლა, რომელიც გამოხატავდა მუშათა კლასისა და აღმავალი ბიუროკრატიის წინააღმდეგობრივ ინტერესებს.

ტროცკიმ ეცადა დაყრდნობოდა მუშათა კლასს, მაგრამ უკანასკნელი გამოფიტული იყო მრავალ წლიანი ომით, რევოლუციითა და სამოქალაქო ომით. გაყინულ ქარხნებში მრავალ საათიანმა მუშაობამ, უმდაბლესმა ხელფასებმა და საზოგადო გაჭირვებამ გააკეთეს თავისი საქმე. საბჭოთა მუშები ჩავარდნენ აპათიაში. ისინი აღარ მონაწილეობდნენ საბჭოებში, რომლებიც გახდნენ უმოწყალოდ ბიუროკრატიზებულები. მსოფლიო რევოლუციის უკან სვლებთან ერთად მუშები გახდნენ უფრო გულგატეხილები და დეზორიენტირებულები ხოლო საბჭოთა ბიუროკრატთა ახალი კასტა გახდა უფრო თავდაჯერებული და ქედმაღალი.

სტალინის ტრიუმფის მიზეზი არ გამომდინარეობდა მემარცხენე ოპოზიციის შეცდომებიდან, როგორც ზედაპირული ბურჟუა ისტორიკოსები წარმოადგენენ, არამედ კლასობრივი ურთიერთობების ფართო კონტექსტის გამო საბჭოთა საზოგადოებაში. მე მოვიყვან ერთ მაგალითს რათა ხაზი გავუსვა ამ პუნქტს. 1927 წელს, ჩინური რევოლუციის დამარცხების შემდეგ, სტუდენტები რომლებიც მხარს უჭერდნენ მემარცხენე ოპოზიციას მივიდნენ ტროცკისთან, ამტკიცებდნენ რომ, მას შემდეგ რაც ყველა დაინახა რომ ტროცკი სწორი აღმოჩნდა, მათ უნდა მიეღოთ უმრავლესობა პარტიის შიგნით.  ტროცკი არ დაეთანხმა. მან მიუთითა მათ, რომ საბჭოთა მუშებისთვის ჩინური რევოლუციის დამარცხების შედეგები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ვინ იქნებოდა მართალი ან მტყუანი პერსპექტივებში.

ფაქტობრივად, ტროცკიმ იცოდა რომ ოპოზიცია ვერ იქნებოდა წარმატებული. არახელსაყრელმა ობიექტურმა პირობებმა გასწირა ისინი დამარცხებისთვიდ. მაშინ, რატომ განაგრძო მან ბრძოლა? რატომ არ  დანებდა სტალინს, როგორც ზინოვიევი, კამენევი და რადეკი?  პასუხი არის ის, რომ ის ცდილობდა დაენერგა  იდეები, პროგრამა და ტრადიციები შემდეგი თაობის კომუნისტებისათვის საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში. ის ერთადერთი იყო ვინც ამას აკეთებდა, მიუხედავად ყველაზე საშინელი დევნისა რომელიც ითხოვდა მისი ამხანაგების, მეგობრების და ოჯახის წევრების სიცოცხლეს.

ყველაზე საშინელი ღალატისა, დამარცხებებისა, დემორალიზაციისა და
აპოსტაზის დროს, ტროცკიმ აღმართა სუფთა დროშა, რომელიც იცავდა ლენინიზმის ნამდვილ ტრადიციებს, ოქტომბრის რევოლუციასა და ბოლშევიკურ პარტიას. მაშასადამე ტროცკიმ მიაღწია წარმატებას. რომელიც სულაც არ გახლავთ პატარა მიღწევა! ვის ახსოვს ზინოვიევის ან კამენევის ნაშრომები?  მაგრამ ტროცკის ნაწერებში ჩვენ გვაქვს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა რომელიც ინარჩუნებს თავის უდიდეს მნიშვნელობას, რელევანტურობას და სიცოცხლის უნარიანობას,  განსაკუთრებით  საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ — სტალინიზმის დანაშაულებების გარდაუვალი შედეგი. ისინი წარმოადგენენ ოქტომბრის რევოლუციისა და ბოლშევიზმის ნამდვილ დროშას — ერთადერთი იმედის კაცობრიობის მომავლისათვის!

Реклама