Über Alles TSU, Über Alles!

Posted on 13 октября, 2010 от

1


გიორგი ხუბუა — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

იოზეფ გებელსი — სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი.

 

 

* * *

სანამ ამ პატარა წერილის მთავარ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე ციტატა მოვიყვანო :

,, «მე პირადად მეცნიერი ვარ და ვიცი, რომ ელემენტარული დიალექტიკაა – სადაც არ არის წინააღმდეგობა, არ არის განვითარება. აქედან გამომდირე, განსხვავებული აზრის მიმართ შეურიგებლობა ან მიუღებლობა არ გვაქვს. სასურველია, რომ მოვისმინოთ რაციონალური არგუმენტები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ფაკულტეტებთან შეხვედრის დროს, დიალოგი გადადიოდა ემოციურ სიბრტყეში… აშკარად იგრძნობა არგუმენტების დეფიციტი 24 საათისათვის» (22.06.2006, #137, გვ.5)’’

«ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ სტუდენტებს ჩემთვის ერთხელაც არ მოუმართავთ და ჩემთან შეხვედრა არც უცდიათ. ეს ფორმა, როცა ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე ასეთ სერიზულ ბრალდებებს უყენებენ უნივერსიტეტს, რომლის პრესტიჟი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ცუდი ფაქტია»

ორივე განცხადება, ბატონი გიას მიერ არის გაკეთებული.

მშვენიერი პროპაგანდაა ვერაფერს იტყვი. წამებულის მანტია ძალიან კარგად მუშაობს, აფერუმ ბატონო გია (გიორგი) მოხიბლული ვარ თქვენით! საოცარია ამხელა შრომისმოყვარეობის უნარი ამხელა მიზანიმიმართული საქმიანობა და ასეთი კარგი Waffen-SS ფორმირება, ტფუ შემეშალა, მინდოდა მეთქვა ასეთი კარგი თვითმართველობა. ,,ჭეშმარიტად ნ1 ქართული უნივერსიტეტის’’ რექტორი ბრძანდებით!

ბატონმა გიამ, სტუნდებთან შეხვედრის დროს, ბევრჯერ ახსენა რომ თსუ არის საუკეთესო საშუალება ცოდნის მისაღებად და ახალგაზრდის სრული განვითარებისთვის, ეს არის ისეთი საუნივერსიტეტო სივრცე სადაც სტუდნენტეს ეძლევა საშუალება ერთდროულად მიიღოს მაღალი დონის ევროპული განათლება (აქამდე თუ დაეცემოდა ევროპული განათელება არ მეგონა) და მართოს უნივერსიტეტი.

ევროპული განათლების მიღების იმედი გადამეწურა იმ წამს, როდესაც ფეხი შევდგი ამ ,,ცოდნის ტაძარში’’, მაგრამ იმის იმედი არ დამიკარგავს, რომ რაიმეს შეცვლით იქნებოდა ე.წ. თვითმართველობა მაინც დაინტერესებული. ეს იმედიც მალე გამიქრა რადგანაც ეს ისეთივე ბიუროკრატიული აპარატი აღმოჩნდა, როგორიც ადმინსიტრაცია. ეს პატარა ,,მმართველებიც’’ ისევე ცდილობენ ნებისმიერი გზით სკამის შეანრჩუნებას, როგორც მათ ზემოთ მდგომნი და რაც მთავარია, ამ ,,პროგრესულ’’ ძალას, ისევე ეშინია ცვლილეებების როგორც თსუს სულზე უტკბესს ადმინისტრაციას.

* * *

გუშინ პირდაპირი მოქმედების წევრებმა მანიფესტი გაავრცელეს თსუ-ს მეორე კორპუსში (იგივე აქცია შედგა სამხატვრო აკადემიაში), კანონმდებლობით საუნივერსიტეტო სივრცეში აქვს თავისუფალ პროფკავშირს არსებობის და აგიტაციის უფლება, როგორც გაირკვა არა თსუ-ში. მანიფესტის ასლის შეტენა ბატონ გიასთანაც ვცადეთ, იმ იმედით რომ იგი დაინტერსდებოდა ამ ყველაფრით და როგორც მინიმუმ ცივილიზებული ფორმით დაგვისაბუთებდა თავისი პოზიციის სისწორეს და აღარ განმეორდებოდა მისთვის უცნაური ფორმა, როდესაც სტუდენტები არ გამოთქვამდნენ მასთან შეხვედრის სურვილს, მაგრამ როდესაც დაცვამ და მდივანმა გადაიკითხეს მანიფესტი(თუმცა ალბათ აცნობეს ბატონ გიას), მათ გვითხრეს, რომ ისინი ვერ გადასცმდნენ ამ წერილს ბატონ რექტორს და უკან დაგვიბრუნეს, გვირჩიეს რომ კანცელარიაში დაგვტოვებინა თუმცა დიდი იმედი ნუ გექნებათ-ო. პროკლმაციების გავრცელება ხდებოდა კანონის ყველა წესის დაცვით, არანაირი ადმინისტრაციული რესურსის დაზიანება ან რაიმე მსგავსი არ მომხდარა.

როდესაც მინი-აქცია დასასრულისკენ მიდიოდა, ,,თავისუფლებისთვის’’ და ,,განვითარებისთვის’’ მებრძოლი თვითმართველობის წევრი გამოჩნდა და გვითხრა, რომ თუ რაიმე პრობლემა გვქონდა შეგვეძლო თვითმართველობის პრეზიდენტთან და წარმომადგენლებთან ერთად წყნარად და მშვიდად განგვეხილა, რაღა თქმაუნდა თუ გვქონდა არგუმენტები. როდესაც ეს ყველაფერი საჯაროდ შევთავაზეთ, მათგან მივიღეთ უარი, არგუმენტები იყო ის, რომ საჯარო დებატების მოწყობას სჭირდება ფინანსები (?), დიდი დრო (?) და რესურსი (?) (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ,,სტუნდენტური Party’’ მოწყობა ძალიან მცირე დროში შეიძლება, ალბათ ესეც თსუ-ს ევროპულ განათლების შემადგენელი ნაწილია). რადგან ასეთი აბსტრაქტული და ასტრალურად წარმოუდგენელი აღმოჩნდა საჯარო სივრცეში ამ ყველაფრის მოწყობა, დავთანხმდით და იმ იმედით რომ მივიღებდით არგუმენტირებულ პასუხებს და შედგებოდა 2 სტუნდერ ჯგუფს შორის ჯანსაღი დისკუსია. თუმცა ეს იმედი მაშინვე მოკვდა, როდესაც თვითმართველობის პრეზიდენტი ბატონი დაჩი(თუ არ ვცდები) შემოვიდა და იურიდიულ-ქუჩური ტერმინებით(ესეც მაღალი დონის მანიშნებელია მეგობრებო!), საოცარად პრაგმატული გინებით და მრავალი ,,ევროპული განათლებისთვის’’ დამახასიათებელი ტერმინით დაიწყო საუბარი ( უფრო სწორად ე.წ. კაჩაობა (შეგახსენებთ ეს ის თვითმართველობა, რომელიც გულაშვილის სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას შეურთდა). არგუმენტაცია ვერანაირად ვერ მოქმედებდა, მსჯელობის პასუხად საკითხის ხელოვნური დაძაბვა და ისტერია ახლდა თან, მთავარი ,,რაზბორკა’’ კი ამ ნაწყვეტის გამო მოხდა

ამონარიდი მანიფესტიდან :

«ოფიციალური» პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ.’’

რატომღაც სულზე უტკბესმა თვითმართველობის წევრებმა ეს მიიღეს პირად შეურაცხოფად და დაიწყეს გინება და ყვირილი იმაზე , რომ ვინც თვითმართველობას შეეხებოდა ყველას ##########! ასევე შემოგვთავაზეს თსუს მეორე კორპუსის უკან გასვლა და იქ ახსნა ვინ რა კაცი იყო!

ნებისმიერი მცდელობა და ახსნა, რომ მანიფესტი ზოგადად სისტემურ პრობლემატიკას ეხებოდა და არა რომელიმე წევრს სრულიად ამაო იყო, სამაგიეროდ მათვის გინება ყველაზე გულახდილი ნათქვამი რომელიც რეალურად გამოხატავს დღევანდელ მდგოამრეობას თსუ-ში იყო 2

დიალოგი N1:

მე — Direct Action საერთაშორისო ორგანიზაციაა, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და მანიფესტის პრინციპები ყველასთვის ერთია(მცირე შესწორებებით რაღათქმაუნდა). შეგიძლია იხილო თუნდაც უკრაინული მაგალითი. თან კანონით გვაქვს მგონი ამის უფლება, ასე არ არის?

სუბიექტი — მისმინე ჩემი ძმა, ეს საქართველოა და აქ სულ სხვა პონტია. კანონი და ეგეთები არ გვინდა რა.

დიალოგი N2 –

მე — აქ ზოგადად სისტემაზეა საუბარი თქვენ შეიძლება გინდოდეთ შეცვლა, მაგრამ არსებული რეჟიმი არ გაძლევთ ამის საშუალებას. ეს ალტერნატიული გზაა.

ის — მისმინე, ჩემი დედა #####! აქ თვითმართველობა წერია და ვინც თვითმართველობას შეეხება ყველას დედას #####ნვთ და ყველამ იცოდეს ვინ არიან თვითმართველობაში

მე- საოცარია, მაგრამ პირადად რატომ იღებთ? საუბარი ზოგადად ინსტიტუტზე და სისტემაზეა

ის — ბიჭო! ###-ზე მკიდია სისტემა და ინსტიტუტი და ალტერნატიული გზა, თუ რამე მოგინდება ამოხვალთ თვითმართველობაში და იქ გაარკვევთ, არ მინდა და არ გაავრცელებთ სულ არ მწაყობს თქვენი პროკლამაციები.

მე — კარგი აზრი არ აქვს საუბარს.

ის- რაააა? ჩემი დედა ##### აზრი არ აქვს საუბარს? გინდა მეორეს უკან გავიდეთ და იქ ვისაუბროთ და ვიჩხუბოთ? თუ გინდა თქვენ 100 იყავით და მე მარტო ვიქნები.

პატარა დაწყნარება და დასასრული დიალოგის

იცოდეთ ჩვენ ვინ ვართ ბიჭო!

 

მადლობა, რომ გაგვაგებინეს ვინ არიან თვითმართველობაში! თვითლუსტრაცია კარგი რამ ყოფილა.

ბატონი გია არ შეგხვდა, მაგრამ შეგხვდა ქუჩური მენტალიტეტის მქონე იურიდიული თვითმართველობა, რომელთაც აშკარად აქვს ბატონი გიას გულის გასახარად ,,ევროპული განათლება’’ მიღებული.

არამგონია წაიკითხოს ეს სულზე უტკბესმა ადმინსიტრაციამ, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ დღეს არსებული საუნივერსიტეტო რეჟიმი არის ფაშისტური! მიზნად ისახავს ადამიანის ზომბირებას და ისეთ ადამიანად გარდაქმნას, როგორიც მათ სურთ! ეს არის სრული დიქტატი და ნებისმიერი კანონის (რომელიც მათ მიერ არის დაწერილი და მათივე ინტერესებისთვის ) სრული უგულვეყოფა და ფეხქვეშ გათელვა!

დიდება გებელსის პროპაგანდას, ბატონი გიას რეალობას!

გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ,,ევროპული განათლება’’, ,,აზრის გამოხატვის თავისუფლება’’, ,,ალტენარტიული აზრის არსებობა’’ ; გვყავს სტუდენტებზე გადამკვდარი თვითმართველობა(ასე დაგვიხასიათეს თავი)! გვაქვს ფაშიზმი და გვაქვს…

არაფერი არაფერთა შორის!

 

შეუცნებელია ხუბუას გზანი, და კიდევ უფრო შეუცნობელი თვითმართველობის გზანი, რომელსაც ევროპულ განათლებამდე მივყავართ!

 

Über Alles TSU, Über Alles!

Posted in: Uncategorized