ფაშიზმები

Posted on Октябрь 12, 2010 от

2


რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ერთიანი, საერთო სახის ფაშიზმი, «უბრალოდ ფაშიზმი» არ არსებობს,  ისევე , როგორც არ არსებობს » უბრალოდ ტოტალიტარიზმი» (ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასავლელმა ავტორებმა დაამტკიცეს, რომ არენდტ-ფრიდრიხ-ბჟეჟინსკის «ტოტალიტარიზმის» კონცეფცია ატარებდა არა სამეცნიერო, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს და ფაქტებით არ მტკიცდებოდა) ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მრავალი სხვადასხვა ფაშიზმი, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, იმდენად დაპირისპირებულიც კი,  რომ ერთი ფაშიზმის მომხრეები ეშურებიან მეორის მიმდევრების სრულად განადგურებას.

ასე იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში,  როცა ისე მოჩანდა,  თითქოს არსებობდა ფაშიზმის სამი სახე  : ნაციზმი,  იტალიური ფაშიზმი და ფრანკიზმი. ამ სამს ხშირად აერთიანებენ ტერმინში «კლასიკური ფაშიზმი», ხოლო ყველა  დანარჩენი ითვლება «არაკლასიკურად».  «კლასიკურ» ფაშიზმს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს : ის «საშუალო კლასის» მოძრაობაა, რომელიც აცხადებს პოლიტიკურ პრეტენზიას ხელისუფლებაზე ტრადიციული ელიტის საზიანოდ  და «დაბალ ფენებთან» (გლეხობა, მუშათა კლასი)   დაპირისპირებით.  აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტრადიციული კონსერვატიზმისგან, ეს მასობრივი  მოძრაობებია,   რომლებმაც შექმნეს საკუთარი იდეოლოგია და იყენებენ ბრძოლის რევოლუციურ ტაქტიკას მემარცხენე ბანაკის წინააღმდეგ. მაგრამ  უფრო ღრმად დაკვირვებისას ჩანს თავად კლასიკურ ტრადიციებს შორის სხვაობა : ნაციზმი, აშენებდა რა იერარქიულ ტექნოკრატიულ სახელმწიფოს (იდეალურ ვარიანტში — გიგანტურ სამხედრო საწარმოს), ემყარებოდა ქალაქის «საშუალო» ფენას,  იყენებდა  სამრეწველო კაპიტალის თანადგომას და მისივე დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში ; მხარს უჭერდა  წარმართულ მისტიკას და   რასობრივ სისუფთავეს; განიხილავდა საკუთარ «რევოლუციას» როგორც ექპსერიმენტს რომელიც მიზანი იყო მოდერნიზაციის აჩქარება; დაუქვემდებარა პარტია სახელმწიფოს. იტალიური ფაშიზმი ემყარებოდა სოფლის «საშუალო კლასს»; აშენებდა პატერნალისტურ «კორპორატიულ სახელმწიფოს»;  ხელისუფლებაში მოვიდა ძირითადად მსხვილი აგრარული კაპიტალის მხარდაჭერით;  ორიენტირებდა კათოლიციმზე და საგარეო ნაციონალიზმზე, საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა როგორც ნაციონალურ-პრევენციულს იმისთვის რათა არ მომხდარიყო იტალიის ბოლშევიზაცია. ფრანკიზმი გაცილებით უფრო «ღიად» ეყრდნობოდა სოფლის «საშუალო კლასს», ვიდრე იტალიური ფაშიზმი, მაგრამ მას კოლონიალური და სამხედრო წრეებიც უჭერდნენ მხარს; ხელისუფლებაში მოვიდა ფეოდალური ელიტის მხარდაჭერით. ორიენტირებდა მებრძოლ (ანტიმასონურ) კათოლიციზმზე;  საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა ესპანეთისთვის შუა-საუკუნეების დომინაციის დაბრუნებისს რადიკალურ გზად.

სხვადასხვა  «კლასიკური» ფაშიზმის მხარდაჭერებიც ანადგურებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მაგ .ავსტრიაში 1934 წლის დასაწყისში  ხელისუფლებაში  მოვიდნენ იტალიური ფაშიზმის  მიმდევრები, (ხეიმვეროვები), მაგრამ ივლისში  ნაცისტებმა მოაწყვეს პუტჩი, მოკლეს კანცლერი ე.დოლფუსი, ყველაფერი კი  ავსტროფაშიზმის განადგურებით და ანშლუსით დასრულდა . უნგრეთში იტალიური ფაშიზმის მხარდამჭერები — ხუნგარისტები, ადმირალ ხორტის მეთაურობით, 1944 წელს ჩამოაგდეს უნგრელმა ნაცისტებმა სალაშის მეთაურობით. რუმინეთში დაპირისპირება იტალიურ ფაშიზმსა და ნაციზმს, «მწვანექურთუკიანებსა» და «რკინისგვარდიელებს», ანტონესკუსა და ხორი სიმოის შორის გადაიზარდა ორმხრივ ტერორსა და სამოქალაქო ომში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მმართველ ელიტებს აღარ გაუმეორებიათ ომამდელი შეცდომები: აღარ გააკეთეს აქცენტი სოციალურ რევოლუციებთან ბრძოლაში «კლასიკურ ფაშიზმზე». როგორც აღმოჩნდა, «საშუალო კლასის» ექსტრემისტული მოძრაობა ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ ადვილად აღწევდა თავს ელიტის კონტროლს. ამიტომაც, ყველა ომისშემდგომი ფაშისტური რეჟიმი (გამონაკლისია ფრანკიზმი, რომელმაც მალევე გაიარა ბიუროკრატიზაციის გზა და დაკარგა ყველანაირი კავშირი მასობრივ მოძრაობასთან) «არაკლასიკური» იყო.

«არაკლასიკური» ფაშიზმი არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდეც.  მაგ. პორტუგალიური, სალაზარისეული ფაშიზმი იყო პირველი მაგალითი შემდგომში ფართოდ გავრცელებული სამხედრო ფაშიზმისა, როდესაც ტრადიციული კონსერვატორული ელიტა არმიის მხარდაჭერით ამყარებს ფაშისტურ ხელისუფლებას და შემდგომ იწყებს საზოგადოების გაფაშისტება, ქმნის  რა რეჟიმის ქვეშ ფაშისტურ პარტიებსა და მოძრაობებს.  ხელოვნური წარმოშობა ასეთი ფაშიზმისა, როგორც წეს,  განსაზღვრავს მის  კლერიკალურ, პატრიარქალურ, ტრადიციულ (და არა რევოლუციურ, როგორც, ვთქვათ,  ნაცისტების შემთხვევაში) ხასიათს. ასეთი რეჟიმები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ათეულობით იქმნებოდა «მესამე სამყაროს» ქვეყნებში.

სხვა ვარიანტი მეორე მსოფლიო ომამდელი «არაკლასიკური» ფაშიზმისა იყო მონარქო-ფაშიზმი და გლეხური(ბაუერისეული, კულაკური) ფაშიზმი.   ეს გახლდათ ფაშისტური მოძრაობები (შემდგომში რეჟიმები) ძალიან ვიწრო სოციალური ბაზით, რომლებმაც ვერ შეძლეს მასების მობილიზირება და ხელისუფლებაშ მოვიდნენ «წითელი საფრთხით» შეშინებული ტრადიციული ელიტების მხარდაჭერით (ხანდახან გადატრიალების მეშვეობით). ასეთი რეჟიმების სწრაფმა ჩართვამ გერმანული და იტალიური ფაშიზმის გავლენის ორბიტაში შენიღბა ამ რეჟიმების თვითმყოფადობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, არ მისცა საშუალება დამოუკიდებელ მოვლენად ჩამოყალიბებისა.

საფრანგეთში ომამდე ერთმანეთში კონკურირებდა რამდენიმე ფაშიზმი: ფრანგული ვარიანტი იტალიური ფაშიზმის(«ფრანსიზმ»), ფრანგული ვარიანტი ნაციზმის(საფრანგეთის სახალხო პარტია), ფრანგული ვარიანტი ფრანკიზმის(«კაგულიარები») და ბოლოს ორიგინალური ფრანგული არისტოკრატიულ-ელიტარული ფაშიზმი «აკსიონ ფრანსეზი» ახლოს მდგომი მონარქო-ფაშიზმთან.

მეორე მსოფლუო ომის შემდგომ ძირითადად «არაკლასიკური» ფაშიზმი წარმოდგენილი იყო ძირითადად «დამოკიდებული» ან მეორე ტერმინოლოგიით «დამყარებული» ფაშიზმის სახით(იგულისხმება გარედან, უცხოეთიდან დამყარებული ფაშიზმი), როგორც წესი ეს გახლდათ ულტრამემარჯვენე რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხელისუფლებაში მოსული სამხედრო გადატრიალების გზით(სამხედრო ფაშიზმი) პირველი სამყაროს ფულის წყალობით(უმრავლეს შემთხვევაში ვაშინგტონის ფულით), უმთავრესი მიზეზი ასეთი რეჟიმების შექმნის გახდა აუცილებლობა არსებული მემარცხენე რეჟიმების (ან უბრალოდ ანტიამერიკულის) ჩამოგდება(ბრაზიალია, გვატემალა, ჩილე და ასე შემდეგ) ან კიდევ ხელისუფლებაში მემარცხენების მოსვლის დაუშვებლობა.

იმიტომ რომ «დამოკიდებული» ფაშიზმი დამოკიდებული იყო «დემოკრატიულ მეტროპოლიებზე», ამიტომაც ხშირად ფაშისტურ რეჟიმებში არსებობდა ამათუ იმ სახით დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობდა პარლამენტი, მრავალპარტიული სისტემა, ტარდებოდა «არჩევნები», მართალია უმთავრეს შემთხვევაში ეს ატარებდა ამა თუ იმ სახით ბუტაფორულ ხასიათს.(მაგ პარაგვაიში სტესნერის დროს დემოკრატიის და ფაშიზმის თანაცხოვრების საკითხი მარტივად წყდებოდა ქვეყანაში მოქმედებდა სამხედრო მდგომარეობა ერთი დღის, არჩევნების გამოკლებით)

სპეციალურად «დამოკიდებული» ფაშიზმის ქვეყნებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ძალოვან სტრუქტურებში აქტიურად ხდებოდა ფაშისტური იდეოლოგიის პოპურალიზაციას, არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები გადაიქცეოდა რაღაც ფაშისტური პარტიების მსგავს ორგანიზაციებად ოღონდ ფაშისტური პარტიების გარეშე. უკანა რიცხვით ჩილეს გადატრიალების შემდგომ აღმოჩნდა რომ არმიაში ბევრად მეტი ფაშისტი იყო ვიდრე ფაშისტურ ორგანიზაციებში, ისევე როგორც უკანა რიცხვით გაირკვა ანალოგიური ბრაზილიაში პოლიციაში და სპეცსამსახურებში.

დამოკიდებული ფაშიზმი ასე ვთქვათ ხიდს დებდა ფაშისტურ და მემარჯვენე ლიბერალურ რეჟიმებს შორის, ახდენდნენ რა ფაშიზმის უფრო გაცივილურებას და მისაღებს ლიბერალებისთვის, მაგ სომოსაც რეჟიმი ნიკარაგუაში იდეოლოგიურად ორიენტირებული იყო ევროპულ ფაშიზმზე და ეხმარებოდა მაგ ურუგვაიში ფაშისტებს გადატრიალების მოწყობაში მაგრამ როგორც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა «ოსის» ქვეყნებთან.

ევროპაში «დამოკიდებული» ფაშიზმის მაგალითი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრო-ბრიტანული საბერძნეთი,  სადაც გერმანელი ჯარებიდან განთავისუფლების შემდგომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ბრიტანელი ლეიბორისტები თავიდან დიდხანს ლანძღავდნენ ჩერჩილს «მონარქო-ფაშისტების» და «ნაცისტი კოლაბორაციონისტების» მხარდაჭერის გამო მაგრამ 1945 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს თავადაც გააგრძელეს.

კიდევ ერთ მაგალითს არაკლასიკური ფაშიზმის წარმოადგენს ე.წ «ახალი მემარჯვენეები», შექმნილი 60 იან წლებში(თავდაპირველად საფრანგეთში მცირე ჯგუფ «გრესეს» სახით), «ახალი მემარჯვენეები» იყენებდნენ ე.წ ორსახოვანი  ფაშიზმის მეთოდს, ერთის მხრივს რესპექტაბელური საპარლამენტო ფაშიზმი გაერთიანებული მემარჯვენე კონსერვატორულ პრაქტიკასთან დემოკრატიის მოქმედების პირობებში. «ახალმა მემარჯვენეებმა» გადაწყვიტეს ფაშისტური თეორიის განახლება პრიმიტიული რასიზმის  პრიმიტიული უნივერსალიზმის და სოციალური დემაგოგიის უარყოფით, აღიარეს უმცირესობების ფასეულობა(როგორც ნაციონალურის ისე სექსუალურის), ეკოლოგიის საკითხის მნიშვნელობაც, ჩამოაყალიბეს რეალურად პოსტ-მოდერნისტული დოქტრინა ისტორიაზე და ცილივიზაციაზე რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია გაარჩიო ნეოლიბერალიზმის ჰაიკისეული და მიზესისეული დოქტრინისგან. პოლიტიკური შეხედულებები «ახალი მემარჯვენეების» დაემთხვა ნეოლიბერალიზმის პრაქტიკოსების შეხედულებებს რეიგანომიკის და ტეტჩერიზმის დროს.სულაც არ არის შემთხვევითი პინოჩეტის რეჟიმს(«დამოკიდებული ფაშიზმი») ხშირად ეძახიან «სამხედრო ტეტჩერიზმს», ის კი არა მათი იდეებიც ემთხვეოდა ერთმანეთს (ერთიც და მეორეც უარყოფს საზოგადეობის არსებობას-რაც სხვა არაფერი იყო თუ არა იტალიური ფაშიზმის დოქტრინის ხელახალი გადამღერება), სწორედ მოძრაობები და პარტიები  რომლებმაც გააერთიანეს იდეები «ახალი მემარჯვენეების» და ნეოლიბერალიზმის მიაღწიოს დიდ ელექტორარულ წარმატებებს დასავლეთ ევროპაში : ნაციონალური ფრონტი ლე პენის საფრანგეთში, ხორტეინის პარტია ჰოლანდიაში, თავისუფლების პარტია ავსტრიაში(საგულისხმოა ისიც რომ ჰაიდერი პარტია ლიბერალური ინტერნაციონალის წევრია).

ფაშიზმი როგორც ახლობელი ფენომენი უპრობლემოდ ერგება ნებისმიერი რასის და ნებისმიერი რელიგიის მიმდევრებს. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები გერმანელი წარმართები იყვნენ მაგრამ პარტიის ოფიციალური პროგრამა(25 პუნქტი) გამოდიოდა «პოზიტიური»(ანუ ეკუმენისტური ეკლესიის მხარეს) ქრისტიანობის მხარდამჭერად, იტალიური, ესპანური და ლათინურ-ამერიკული  ფაშიზმები ატარებდნენ გამოკვეთილ კათოლიკურ ხასიათს, ბერძნული და რუმინული ფაშისტები მებრძოლი მართლმადიდებლები იყვნენ. ჰაიტიზე დიუვალეს რეჟიმი ვუდუისტური იყო, იაპონელი ფაშისტები როგორც წესი სინტოისტები იყვნენ, არსებობს მუსულმანური, ინდუისტური(ვიშნუისტური), იუდაისტური, ბუდისტური(შრილანკაზე) ორგანიზაციები, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ათეისტური არ ყოფილა.

ფაშიზმი სულაც არ არის იდენტური თეთრი რასიზმის იდენტური, როგორც გამოცდილებიდან ჩანს მობუტუს რეჟიმი ზაირში და შინაარსობრივად   აბსოლუტურად ფაშისტური ჰოლდენ რობერტოს რეჟიმი ანგოლაში სულაც შავკანიანები იყვნენ. მით უმეტეს არ არის აუცილებელი ანტისემიტიზმი(ფაშისტური რეჟიმები ცენტრალურ ამერიკაში პრო-ისრაული განწყობებით გამოირჩეოდნენ, არაფერს ვამბობთ თავად ებრაულ ფაშისტურ დაჯგუფებებზე როგორიცაა «კახი» და «კახანე ხაი»). მაგრამ ნებისმიერი ფაშიზმის მახასიათებლებია ანტიკომუნიზმი; მილიტარიზმი(ვიწრო გაგებით არმიის და არმიული წეს-წყობილების ქებათ ქება და გადატანა რეალურ ცხოვრებაში), მებრძოლი ქსენოფობია მიმართული ვინმეს მიმართ: ემიგრანტები თანამედროვე ევროპაში, ზანგები ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაში, ინდიელები ჩილეში და გვატემალაში, თამილები შრილანკაში, თეორიული ელიტარიზმი(ანუ საყოველთავო თანასწორობის იდეის უარყოფა), ობივატელური კულტურული პრიმიტივიზმი(ანუ კულტურის უარყოფა მისი სირთულის გამო, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალურად რთული გამოვლინებებით)

Реклама
Posted in: Uncategorized